მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა

12:20, 04.07.2026

გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა. გახსნაზე წარმოდგენილი იყო LEGO რობოტექნიკა, რომლითაც მოზარდები სასწავლო კურსს გაივლიან. რობოკლუბი მეჯვრისხევის გარდა, გორსა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაიხსნება, სადაც მოზარდებს გადამზადების შესაძლებლობა ექნებათ. სასწავლო კურსს შპს საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტი განახორციელებს.

მსგავსი