“მეიჯორელი ჯორჯიას“ ახალი ოფისი ქუთაისში

კომპანია „მეიჯორელის“ ახალი ოფისი გაიხსნა ქუთაისში.

პირველი ოფისი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის ხელშეწყობით, თბილისში 2016 წელს გაიხსნა, სადაც უკვე 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

„აწარმოე საქართველოში“,  ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლების მხარდაჭერით, საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობდა. ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ეხმარებოდნენ დაინტერესებულ მხარეს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირებაში.

პირველ ეტაპზე ქუთაისის ფილიალში 100 კაცი დასაქმდება, ხოლო კომპანიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.