„მეგობრის მოსაზრება“ – ომბუდსმენის მიმართვა სასამართლოს
ადვოკატ ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა 4 ოქტომბრის აქციის დროს დაკავებული ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძის საქმის გადახედვის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს „მეგობრის მოსაზრებით“ მიმართა. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ომბუდსმენი ასაბუთებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მათი დადანაშაულება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. ირაკლი ნადირაძეს და ლაშა ბერიძეს პირველი ინსტანციის სასამართლომ 7 წელით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების პროცესი ხვალ გაიმართება.