„მეგობარი აქტის“ განხილვა აშშ-ის კონგრესში
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მომხრე 349 კონგრესმენი იყო, წინააღმდეგ წავიდა 42 კონგრესმენი, ხოლო 42-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, კანონპროექტი სენატში უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. ორივე პალატაში მხარდაჭერის შემთხვევაში კი, ის აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება ხელმოსაწერად. კანონპროექტის მიღებას გამოხმაურებები და შეფასებები მოჰყვა თბილისში.