„მეგობარი აქტის“ განხილვა აშშ-ის კონგრესში - გამოხმაურება თბილისში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება შეფასებების თემაა თბილისში.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მეგობარი აქტის შინაარსი პირდაპირ წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. მმართველი გუნდის შეფასებით, აღნიშნული აქტით ხდება წახალისება იმ რადიკალიზაციის, რაც საქართველოში მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების შეფასებები. მათი თქმით, მეგობარი აქტი დასტურია იმისა, რომ ამერიკა ქართველი ხალხის მეგობარია და აღნიშნული აქტი ერთგვარი განაჩენია „ქართული ოცნებისათვის“.