„მეგობარი აქტი“ – შეფასებები
საქართველოს შესახებ მომზადებული და კონგრესის ქვედა პალატის მიერ დამტკიცებული „მეგობარი აქტის“ განხილვის დროებით შეჩერება პოლიტიკური განცხადებების თემაა თბილისში.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დოკუმენტს ამერიკის სენატში მიმდინარე წელს აუცილებლად მიიღებენ. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ „მეგობარი აქტის“ განხილვის შეჩერების გამო, „ადგილობრივი რადიკალური ჯგუფები უკმაყოფილოები არიან“. მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენ პოლი ის სენატორები არიან, რომლებიც „მეგობარი აქტის“ მიღებას ბლოკავენ – ინფორმაცია ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტმა, ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა. მისი მასალით, ირკვევა, რომ კონგრესში დაწყებულ პროცესს ზედა პალატაში რესპუბლიკელები აფერხებენ. სწორედ ამ სამ სენატორს ასახელებს ჟურნალისტი „მეგობარი აქტის“ დამაბრკოლებელ პირებად.