„მეგობარი აქტი“ – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
ამერიკის სანქციები საქართველოს ხელისუფლებას – სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა ამ შინაარსის „მეგობარი აქტი“. კანონის ძალაში შესვლას კონგრესის ორივე პალატის შესაბამისი კომიტეტის შემდეგ, პალატების მიერ სჭირდება დამტკიცება. „მეგობარ აქტზე“ გუშინ დახურულ რეჟიმში იმსჯელეს, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია განხილვასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის გავრცელებული არ არის. „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.
შეფასებებითა და დოკუმენტის დეტალებით ანა ბროლაძე.