„მეგობარი აქტი“ – შეფასებები

18:25, 24.07.2025

მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენ პოლი ის სენატორები არიან, რომლებიც „მეგობარი აქტის“ მიღებას ბლოკავენ – ინფორმაცია ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტმა, ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ირკვევა, რომ კონგრესში დაწყებულ პროცესს ზედა პალატაში რესპუბლიკელები აფერხებენ. სწორედ ამ სამ სენატორს ასახელებს ჟურნალისტი „მეგობარი აქტის“ დამაბრკოლებელ პირებად და სვამს კითხვას – რატომ დაიბლოკა პროექტი, მაშინ, როდესაც ის დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. ჟურნალისტის კითხვას გამოხმაურება უკვე მოჰყვა თბილისში.

მსგავსი