პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების თემაა „მეგობარი აქტი“ და ამ აქტის ავტორის, ჯო უილსონის მიერ დასასანქცირებელ პირთა სიის გამოქვეყნება. ოპოზიციის განცხადებით, ეს არის პირდაპირი გაფრთხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის და პასუხი ყველა იმ ანტიდემოკრატიულ ქმედებაზე, რომელიც მათ განახორციელეს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ აქტი რეალურად მტრული ხასიათისაა და მასში მეგობრული არაფერი წერია.
ამერიკის კონგრესმა მეგობარი აქტი 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ მიიღო. პროცედურულად, კანონპროექტი ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი აქტის კანონად ქცევას დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება.