„მეგობარი აქტი“ კანონის სახეს ვერ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, სენატში მის განხილვას რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი ბლოკავს. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკური ვითარებაზე იყო საუბარი და სადაც დისკუსიისთვის, მოწმის სტატუსით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მოსმენა გაიმართა. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, აქტის მიღება, „რომელსაც მეგობრულთან კავშირი არ აქვს, ხელს ვერ შეუწყობდა ხელისუფლების სურვილს – აღდგეს ამერიკასთან თანამშრომლობა“. ოპოზიციაში კი იმედოვნებენ, რომ აშშ-ის სენატი დოკუმენტს უახლოეს მომავალში მაინც მიიღებს.