მეგის ქარდავას საქმე - შეფასებები

საქართველოში მსჯავრდებული ყოფილი ძალოვანის, მეგის ქარდავას ექსტრადირება და მის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთბრალდებების თემა გახდა.

ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, მსგავსი გადაცდომები, რის გამოც სასამართლომ ყოფილი ძალოვანი გაასამართლა, ჩადენილი აქვს მოქმედ ხელისუფლებასაც, თუმცა გამოძიება ამ მიმართულებით არ წარმოებს. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ წარსული საქმეების წინასაარჩევნოდ გახსენება ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია.

მმართველი გუნდის მხრიდან კი „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით ისმის ბრალდებები, რომ ქარდავას წინააღმდეგ წარმოებული საქმეები არა ცალკეულ პირთა გადაცდომაზე, არამედ სისტემურ დანაშაულზე მეტყველებს.