მეგის ქარდავას საქმე - სასამართლო განხილვები შესაძლოა დროებით შეჩერდეს

სასამართლო განხილვები, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს მეგის ქარდავასთვის წაყენებულ დრალდებებზე.

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის ერთ-ერთ ეპიზოდზე სხდომის გადადების გადაწყვეტილება უკვე მიიღო მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ. მან საპროცესო კოდექსით იხელმძღვანელა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის გარეშე სხდომის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.

პროცესები შესაძლოა უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადიციამდე შეწყდეს.

შეგახსენებთ, მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე დაუსწრებლად აქვს მისჯილი. მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები.