მეგის ქარდავას საქმე

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმის პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ მეგის ქარდავას სისხლის სამართლის ახალ საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ.

როგორც პროკურორი განმარტავს, საქმე ეხება 2011 წლის 31 მარტს ტერორიზმის მომზადების ბრალდებით სამეგრელოში დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის წამებას და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას. პროკურორის განცხადებით, ქარდავას გარდა, გამოძიება სწავლობს ამავე დანაშაულში სხვა იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის საკითხსაც. მან ასევე აღნიშნა, რომ მეგის ქარდავას მიმართ ახალ ეპიზოდზე დევნის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინული მხარე ამაზე თანხმობას განაცხადებს.