მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო - რაში ედება ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელსაც საქართველოში არაერთ გახმაურებულ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ნაწილზე განაჩენიც არის დამდგარი, უკრაინაში სასამართლოს ელოდება.

მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაწყებულია. არ არის გამორიცხული, უკრაინული და ქართული სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციას რამდენიმე თვე დასჭირდეს.

ოფიციალური თბილისი ქარდავასთვის წაყენებული ბრალდებებიდან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ მისი ექსტრადირების საკითხი ეჭვგარეშეა.

რაში ედება ბრალი თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს. მოამბის არქივი იმ კადრებსაც ინახავს, რომელშიც ერთ-ერთი საქმის მიხედვით, წამების ოთახი იყო მოწყობილი.

იმედა დარსალია განავრცობს თემას.