მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო
ვუბრუნდებით ე.წ. კასრების საქმეს. შეგახსენებთ, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, მეგის ქარდავას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ცნობისთვის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მსჯავრდებულ მეგის ქარდავას ე.წ. კასრების საქმეში სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.