მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა

2 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა აქტივისტი, რომელსაც 8 სექტემბერს, მელიქიშვილზე გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან თბილისის მერობის კანდიდატის ბანერის დაზიანებას ედავებოდნენ. მეგი დიასამიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად არასაპატიმრო ზომა პროკურატურამ მოითხოვა. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. დიასამიძე ამბობს, რომ ბრალდებას არ ეთანხმება და არც წარწერების გაკეთებას ადასტურებს. რაც შეეხება გირაოს გადახდას – გათავისუფლებულის თქმით, ის ამ თემაზე პოზიციას ადვოკატთან შეათანხმებს.