„ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია!“ – ამ გზავნილით მევენახეებმა, მეღვინეებმა – მცირე, თუ დიდი მარნების წარმომადგენლებმა, სომელიეებმა, ღვინის კრიტიკოსებმა, ღვინის გიდებმა, ღვინის ბარებისა და მაღაზიების თანამშრომლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, ისინი აპროტესტებენ მშვიდობიანი მონაწილეების დევნასა და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე ხელისუფლების პოლიტიკას, რომლის შედეგად, მათივე განმარტებით, საქართველო კარგავს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობას. როგორც მეღვინეებმა აღნიშნეს, ქართულმა ღვინომ, როგორც ათასწლეულების წინ, კვლავ უნდა გაიკვალოს გზა თავის ევროპულ ოჯახში. მეღვინეების აქციას მუსიკოსები მსვლელობით ეკონომიკის სამინისტროსთან შეუერთდნენ.