მეგაშოუ „ვოისი“ საქართველოს პირველ არხზე

დღეს, ზუსტად 22:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის მაყურებელი მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული მუსიკალური მეგაშოუ ვოისის მეექვსე ეპიზოდს ნახავს. ლიცენზირებული შოუს ქართულ ანალოგს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ნოვა ფროდაქშენი“ წარმოგიდგენთ. ბრმა ქასთინგის შემდეგ, კონკურსანტებს დღეს რინგის ტური ელოდებათ, სადაც დუეტები შესრულდება.

პროექტის მსაჯები, ცნობილი ქართველი მუსიკოსები: ნიკოლოზ რაჭველი, ნიაზ დიასამიძე, სტეფანე და სალიო დღეს რინგის ტურისთვის 75 მონაწილიდან შერჩეულ საუკეთესო 40 კონკურსანტს წარმოგვიდგენენ. წესების მიხედვით, მეორე ტურში თითოეული მწვრთნელის გუნდში ჯამში ათი მონაწილეა. მათი ვინაობა ბრმა კასტინგის შედეგად გამოვლინდა. შოუს მონაწილეები ერთმანეთს რინგის ტურში დაუპირისპირდებიან, მესამე ტური კი უკვე დუეტების ტურია. წესების მიხედვით, მეგაშოუს ნახევარ-ფინალი და ფინალი ლაივში ჩატარდება. ფინალში საუკეთესო რვა მონაწილე დარჩება. ვოისის“ ფინალი მაისში გაიმართება.

ვოისი