„ვოისის“ მეოთხე ეპიზოდი – ზუსტად 22:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის მაყურებელი მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულ მუსიკალურ შოუს იხილავს. ბრმა ქასთინგი გრძელდება. პროექტის მსაჯებმა, ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა ნიკოლოზ რაჭველმა, ნიაზ დიასამიძემ, სტეფანემ და სალიომ მომდევნო – რინგის ტურისთვის 75 მონაწილიდან საუკეთესო 40 უნდა შეარჩიონ.
წესების მიხედვით, მეორე ტურში თითოეული მწვრთნელის გუნდში ჯამში ათი მონაწილე იქნება. რინგის ტურში მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მესამე ტურში კი დუეტები იქნება წარმოდგენილი. ფინალი, რომელიც მაისში გაიმართება, საუკეთესო რვა მონაწილე გადავა. ლიცენზირებული შოუს ქართულ ანალოგს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ნოვა ფროდაქშენი“ წარმოგიდგენთ.
ვოისი