„მეფე ერეკლე – რეპორტაჟი ისტორიიდან“ – ფილმის ჩვენება თელავში

13:34, 11.02.2023

„მეფე ერეკლე – რეპორტაჟი ისტორიიდან“ – ვასილ მაღლაფერიძის ახალი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის საპრემიერო ჩვენებას თელავმა უმასპინძლა. ნამუშევარი ერეკლე მეორის ცხოვრებაზე გვიყვება. მასში ასახულია ქართველი მეფის პოლიტიკური მოღვაწეობა, მისი ცნობილი გადაწყვეტილებები და მე-18 საუკუნის პერიოდის გეოპოლიტიკური ვითარება.

ნამუშევარს მალე საქართველოს პირველი არხის მაყურებელიც იხილავს – სატელევიზიო პრემიერა 18-19 თებერვალს იგეგმება.

მსგავსი