მედპერსონალის მოთხოვნა

ჰოსპიტალურ სექტორში ხელფასის ზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, „სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის ექთნები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მიმართავენ. მთავრობის კანცელარიაში ექთნების წერილი შეიტანეს. მათი თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში გაუსაძლისი პირობებია. მათი მოთხოვნა კი ერთადერთია, რომ ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება და შრომისთვის აუცილებელი პირობები.