მედიკოსთა კონფერენცია

„შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე – მკურნალობის მიზანი განკურნებაა“– ამ სახელწოდებით, კონფერენციას სასტუმრო „რედისონმა“ უმასპინძლა. შეხვედრაზე იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებასა და მის შედეგებზე ისაუბრეს. კონფერენციის მიზანი, პერსონალიზებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობაა. ღონისძიებას ექიმი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები და პაციენტები ესწრებოდნენ.