მედიკამენტი დიუშენის სინდრომით დაავადებული პაციენტებისთვის

21:30, 05.08.2026

დიუშენის სამკურანლო იტალიური პრეპარატი „ჯივინოსტატი“ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს პერიოდში გახდება. „იტალფარმაკოსთან“ მედიკამენტის შეძენის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. შედეგად საქართველოს ხდება ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, რომელიც პრეპარატს შეიძენს და დაავადების მართვის პროგრამაში დანერგავს. მწარმოებლის ცნობით, „ჯივინოსტატი“ დაავადების პროგრესირებას ანელებს და განკუთვნილია ექვსი წლის ასაკიდან პაციენტებისთვის, რომლებსაც გადაადგილების უნარი შენარჩუნებული აქვთ. აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე პრეპარატის შესაძენად. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, შედეგები ცნობილი უახლოეს კვირებში გახდება. უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც  დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან, ისე სპეციალისტებთან. უკვე შექმნილია მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელმაც მკურნალობის პროტოკოლი უნდა შეიმუშავოს და პროცესთან დაკავშირებული რისკები დააზღვიოს.

მსგავსი