მედიკამენტი დიუშენის პაციენტებისთვის

21:05, 04.09.2026

რამდენიმეთვიანი მოლოდინის დასასრული – წამალი, რომლის მისაღებად უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, მომდევნო კვირის დასაწყისში უკვე საქართველოში იქნება. საუბარია იტალიური კომპანიის მიერ წარმოებულ მედიკამენტ „ჯივინოსტატზე”, რომელსაც დიუშენის სინდრომის მქონე 35 ბავშვი ელოდება.

მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი პროტესტის ფონზე ივნისის დასაწყისში მთავრობამ მშობლებს მედიკამენტების შეძენისა და დაფინანსების პირობა მისცა, მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან დაიწყო. დღეს ცნობილი გახდა, რომ მალე მეორე სამკურნალო მედიკამენტის შეძენაც იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცედურებს თითქმის დასრულებულად აცხადებს.

დიუშენის გენეტიკური დაავადება კუნთების დისტროფიას იწვევს, რაც ბავშვებში მოძრაობისა და სიარულის უნარს აქვეითებს. მსოფლიო ბაზარზე რამდენიმე ინოვაციური პრეპარატი უკვე არსებობს, თუმცა, მარეგულირებელი ორგანოების სრულყოფილი აღიარება არ აქვთ, რის გამოც ზოგიერთ ქვეყანაში ეფექტიანობისა და უსაფრთხოების კუთხით დამატებითი კვლევები მიმდინარეობს. მწარმოებლების მონაცემებით, ბაზარზე არსებული წამლები დაავადების პროგრესირებას აჩერებს.

მსგავსი