მედიკამენტი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის
სახელმწიფო კიდევ ერთი იშვიათი დაავადების სამკურნალო პრეპარატს შეისყიდის. საუბარია ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტზე.
მწარმოებელ ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მედიკამენტი, რომლის წლიური საბაზრო ღირებულებაც ერთ პაციენტზე მილიონ ლარამდეა, საქართველოში სექტემბრიდან ხელმისაწვდომი იქნება. მკურნალობაში 2 წლისა და უფროსი ასაკის ის პაციენტები ჩაერთვებიან, რომელთაც გარკვეული გენეტიკური მუტაციები აქვთ. მათი რაოდენობა 60-მდეა.
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. ახალი მედიკამენტი, რომელიც უკვე სახელმწიფო პროგრამაშია, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და დაავადების გამწვავების რისკებს მკვეთრად ამცირებს.