მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება

რამდენიმე დღეში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა გაფართოვდება.

ცვლილების მიხედვით 35 დასახელების წამალს ქრონიკული დაავადებების მქონე პირები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად მიიღებენ.

თუ აქამდე პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მათ შორის, პენსიონერებსა და შშმ პირებს უწევდათ მედიკამენტის საფასურის 50 პროცენტის გადახდა, ცვლილების შემდეგ ფასი მხოლოდ ერთი ლარი იქნება.