მედიკამენტების პროგრამის გაფართოება

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას ნევროლოგიური დავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის მედიკამენტები დაემატება.

მინისტრის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის მოსახლეობას შეღავათიან ფასად 35 მედიკამენტის შეძენა შეეძლება, შემდგომ ეტაპებზე კი ჩამონათვალი 60 მედიკამენტამდე გაიზრდება. პროგრამა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა. მისი საშუალებით, სოციალურად დაუცველ, შშმ პირებს და პენსიონერებს შეუძლიათ მედიკამენტების სიმბოლურ ერთ ლარად ან ნახევარ ფასად შეძენა. ამ ეტაპზე შეღავათი 23 მედიკამენტზე ვრცელდება. ესენია გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი.