მედიკამენტების ფასები

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი მოქალაქეებისთვის მედიკამენტების მიწოდებას განაგრძობს.

კახა კუკავამ წამლები ალექსანდრე წვერავას გადასცა. მისი თქმით, პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის ნებართვა, თუმცა აუდიტის სამსახურმა პარტიის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწო უკანონო ლეგალიზაციისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. კუკავას თქმით, პროცესი აფერხებს საჭირო მასშტაბებით მედიკამენტების გავრცელებას. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, დროულად დაასრულოს საქმის წარმოება.