მედიკამენტების ფასი - იმპორტი თურქეთიდან

რა ფასად მოუწევთ ქართველ მომხმარებლებს თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების შეძენა – ეს ჯერ უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ამ მედიკამენტების ფასი საკმაოდ დაბალია, ამ ეტაპზე ვერავინ ამბობს, როგორი იქნება მათი ღირებულება საქართველოში, რადგან წამლის ფასნამატის მარეგულირებელი კანონმდებლობა ქვეყანაში არ არსებობს. ამას ემატება სისტემური პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა.

რა ვითარებაა ბაზარზე და რას შეცვლის თურქული მედიკამენტების შემოტანა, დეტალები ანა ნოდიას რეპორტაჟში.

დატოვე კომენტარი