მედიაზე ძალადობის ფაქტები და თავდასხმები დღეს მედიის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. ისინი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ძალადობის ფაქტების დროულად გამოძიება მოითხოვეს. ამის შემდეგ კი მსვლელობით რუსთველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც საახალწლო ნაძვის ხეა დამონტაჟებული. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.