სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ.
ჟურნალისტები მოითხოვენ, მათი კოლეგა გათავისუფლდეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მზია ამაღლობელს უკანონოდ აქვს შეფარდებული წინასწარი პატიმრობა და ის ბათუმის პოლიციის განყოფილებაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.