მედიის წარმომადგენლების აქცია ბათუმში

თავისუფლება მზია ამაღლობელს – ჟურნალისტებმა ამ მთავარი მოთხოვნით დღეს მორიგი საპროტესტო აქცია ბათუმში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან გამართეს, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უწყებამ დაიწყო გამოძიება, თუმცა არ გაკეთებულა განცხადება და არ არის ცნობილი, შეუჩერდა თუ არა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს, რასაც ჟურნალისტები მე-6 დღეა ითხოვენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაჩქარდეს გამოძიება იმ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პოლიციის უფროსის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ.