მედიის წარმომადგენლების აქცია ბათუმში

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან.

მთავარი მოთხოვნებია მიენიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყოს გამოძიება ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტზე, შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს.