მედიის წარმომადგენლების აქცია ბათუმში

18:38, 27.01.2025

მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია, იგი მე-16 დღეა საპატიმროში შიმშილობს, ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, – ამ მოთხოვნებით დღეს ჟურნალისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს აჭარის პროკურატურასთან.

ინტერნეტგამოცემა „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაჩქარებას, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.

მსგავსი