მედიის წარმომადგენლები აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონში გავლენიანი მედიაგამოცემების ჟურნალისტები და ბლოგერები იმყოფებიან. ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ისინი ბლოგებსა და სტატიებს ამზადებენ. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა და  ბათუმელი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის ჩვენებაზე დასწრების შემდეგ, მედიატურის მონაწილეებმა ქედაში იმოგზაურეს. მათ შორის არიან „ინსტაგრამ ინფლუენსერები“, რომელთა პოსტებს მოგზაურობისა და მოდის შესახებ, სოციალურ ქსელებში მილიონობით მიმდევარი ეცნობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, წელს 400-ზე მეტ ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა.