მედიცინის რეაბილიტირებული მუზეუმი გაიხსნა

მედიცინის რეაბილიტირებული მუზეუმი გაიხსნა დღეს უზნაძის ქუჩაზე.

აღდგენითი სამუშაოები 2014 წლიდან დაიწყო. ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კი 600 ათას ლარზე მეტი თანხა გამოიყო.

შენობა სრულად რეაბილიტირდა.

მედიცინის მუზეუმის ფონდებში უნიკალური ისტორიული მასალაა დაცული, მათ შორის, სამედიცინო პროფილის ხელნაწერები, არქეოლოგიური არტეფაქტები, სამედიცინო – ეთნოგრაფიული ექსპედიციის მასალები და ქართველი მედიკოსების პირადი არქივები.