ნობელის პრემია მედიცინაში ჯეიმს ელისონსა და ტასუკო ჰონჯოს მიანიჭეს
  • მედიცინაში ნობელის პრემია წელს ჯეიმს ელისონსა და ტასუკო ჰონჯოს, სიმსივნის იმუნოთერაპიის ახალი მეთოდის შემუშავებისთვის მიანიჭეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნობელის კომიტეტი ავრცელებს. მეცნიერებმა სიმსივნის თერაპიაში განსხვავებული მიდგომა წარმოადგინეს. ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ თითოეულ დარგში გამოვლენილ მეცნიერებს, 9 მილიონი შვედური კრონის ( 940 ათასი აშშ დოლარის) ოდენობით ფულადი ჯილდოც გადაეცემათ.
  • ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა. გამოცემა Straits Times-ის ინფორმაციით, საცხოვრებელი 17 000-მდე ადამიანმა დატოვა, ორი მილიონ 400 000 მოქალაქეს კი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.
  • სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია და ფრანგული გამოცემები ავრცელებენ. შარლ აზნავურს 180 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული, გადაღებულია 60-ზე მეტ ფილმში, დაწერილი აქვს 1600-მდე სიმღერა. მომღერალი 2009 წლიდან იყო სომხეთის ელჩი შვეიცარიაში და ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში .