სკოლამდელ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვა იწყება
სკოლამდელ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვა იწყება. ამ მიზნით, ComCom-მა ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ გამოსცა, რომელსაც საბავშვო ბაღებს ეტაპობრივად გადასცემენ. გზამკვლევი ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა, ის ფინური მოდელის მიხედვით არის შემუშავებული.
ComCom-თან ერთად, სახელმძღვანელოს შექმნასა და ქართულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე, საქართველოს განათლების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა იმუშავეს.