მედიაწიგნიერების პროექტი

მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას, კომუნიკაციების ეროვნული კომისია აჭარაში იწყებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომუნიკაციების კომისიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა. ახალი სასწავლო წლიდან, მედიაწიგნიერების პროექტებში, უნივერსიტეტთან ერთად აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ერთობლივ პროექტებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.