მედიაწიგნიერების კონკურსი

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის, „ნამდვილი თუ მოგონილი“ რიგით მესამე დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ღონისძიებას მხოლოდ ჟიურის წევრები და კონკურსის გამარჯვებულები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები თავად წარადგინეს. კონკურსში, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო. 185 ნაშრომიდან, მაღალი კონკურენციის პირობებში, კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს კი, სპეციალური პრიზი გადაეცა.