მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

12:31, 06.05.2025

„ნამდვილი თუ მოგონილი?!“ – მედიაწიგნიერების კონკურსი კომუნიკაციების კომისიამ უკვე მეთორმეტედ ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 215-მა მოსწავლემ მიიღო. სამი გამარჯვებული მაღალტექნოლოგიური პრიზებით დაჯილდოვდა, საუკეთესო 20 ნამუშევრის ავტორს კი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები უნდა წარმოედგინათ. კონკურსი ახალგაზრდებში ანალიზის, ფაქტების გადამოწმების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. კონკურსს ჯამში 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.

მსგავსი