მედიატურნირი პადელში
სპორტული ჟურნალისტის დღისადმი მიღძვნილი ღონისძიებები დღეს პადელის ტურნირით გაიხსნა. ოლიმპიკის აუზთან მდებარე კორტებზე შეჯიბრი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. მთავარი პრიზისთვის 8 გუნდი იბრძოდა. ჩემპიონი ლაშა რამაზაშვილის და ირაკლი ფოფხაძის წყვილი გახდა. პირველი არხის წარმომადგენელმა, ცოტნე ქინქლაძემ კი ასპარეზობა ფინალში დაასრულა. პრიზიორები მედლებით, სიგელებითა და სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვნენ. მომდევნო დღეებში მედიის წარმომადგენლებისთვის ავტოსლალომისა და ფეხბურთის ტურნირები იგეგმება.