მედიატური სამთო კურორტების განვითარების მხარდასაჭერად

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიიდან ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ფოტოგრაფებსა და მოთხილამურე ინფლუენსერებს უმასპინძლა. პრესტურის მონაწილეები ესტუმრნენ ბახმაროს, სადაც სამთო კურორტის პოტენციალს გაეცნენ. გურიის შემდეგ 6-კაციანი ჯგუფი სვანეთს ეწვია. იაპონური მედიის წარმომადგენლებმა ჰაწვალისა და თეთნულდი სამთო ტრასები დაათვალიერეს, გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, სვანეთის კულტურასა და სამზარეულოს. მედია ტურის ფარგლებში, იაპონური ტელევიზიებისთვის საქართველოს შესახებ სიუჟეტები მომზადდება, სოციალურ ქსელებში კი საქართველოს ზამთრის კურორტებზე სთორები, ფოტოები და რილსები გავრცელდება.