მედიატური სამცხე-ჯავახეთში
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე მედიატური მოეწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა ჯავახეთში მადათაფასა და ბუღდაშენის ტბები. გაეცნენ რეგიონის ბუნებრივ, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს. მედიატურის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემების დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ეკოტურიზმის განვითარებასა და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
საქართველოში დღეს 112 დაცული ტერიტორიაა, რომელთა საერთო ფართობი მილიონ ჰექტარს აღემატება და ქვეყნის ტერიტორიის 15 პროცენტზე მეტს მოიცავს.