მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“

„ღირსეული პასუხი 2022“ ამ სახელწოდების მედიასწავლება დასრულდა. აღნიშნული თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. სენაკში მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს თავდაცვის მინისტრი შეხვდა. მთავარი აქცენტი გაკეთდა მედიის როლზე. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. „ღირსეული პასუხი 2022“ წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა, მასში ტელევიზიებისა და სააგენტოების მოქმედი ჟურნალისტები და ოპერატორებიც მონაწილეობდნენ.