მედიამონიტორინგის ანგარიში

ევროკავშირმა და გაერო-ს განვითარების პროგრამამ ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს.

კვლევა 2022 წლის 24 იანვრიდან 23 მარტამდე პერიოდს ასახავს და მოიცავს 22 მედია საშუალებას, მათ შორის 6 ტელევიზიას. მედიამონიტორინგი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და „ინტერნიუს საქართველოს“ მიერ განხორციელდა და ასახავს მედია ტენდენციებს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხების გაშუქებისას.

კვლევის მიხედვით, პოსტსაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო ახალ ამბებში ყველაზე აქტიურად გაშუქდა რუსეთ-უკრაინის ომი, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხები და პანდემია.