მედიაკადემიის წარმატებული კურსდამთავრებულები 

12:18, 20.07.2026

კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკული ოთხთვიანი კურსის მეოთხე ნაკადს ათი სერტიფიცირებული ჟურნალისტი ჰყავს. კურსდამთავრებულებმა უნიკალური შესაძლებლობა მიიღეს – პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაეუფლნენ ჟურნალისტიკისთვის საჭირო ყველა ცოდნასა და უნარს. მათ სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო სამსახურში მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად წარმოება შეისწავლეს და საკუთარი პორტფელიც შექმნეს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს „მედიასკოლა“ პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს.

მსგავსი