მედია-ტურნირი

18:32, 28.06.2026

ვარკეთილში, თბილისის მერიის ახალ სპორტულ ცენტრში, პადელში მედია-ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ტურნირის გამარჯვებული ლაშა რამაზაშვილის და ბაჩო ცალუღელაშვილის დუეტი გახდა. სპორტული ღონისძიებები ასევე გაიმართება ბოულინგში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფეხბურთში. 2 ივლისს კი კვირეული გალა-დაჯილდოებით დასრულდება.

მსგავსი