მედია ტური საქართველოში

ავიაკომპანია „ეარ ფრანსის” პირველ რეისთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშირისო მედიასა და ტურისტულ კომპანიებს უმასპინძლა. საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის გავლენიანი ტურისტული კომპანიების ექვს, და სამოგზაურო ჟურნალ-გაზეთების ოთხ წარმომადგენელს, მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

სტუმრებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ტურის ფარგლებში მოინახულეს თბილისისა და მცხეთის ისტორიული უბნები. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ ქართველ კოლეგებს, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შესახებ ისაუბრეს.