მედია პრიზი „ადამი“

საქართველოს პარლამენტმა „ადამი“ მედია პრიზის ღონისძიებას უმასპინძლა.

საკანონმდებლო ორგანოში ახალი პროგრამის, „ადამი ტანდემის“ და კონკურსში ნომინირებული ქართული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

„ადამი ტანდემი“ არის ახალი მედია ინიციატივა ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში არსებული სამაუწყებლო კომპანიებისთვის, რომელიც სატელევიზიო ჟურნალისტებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ კავშირები დასავლეთ ევროპის წამყვან მაუწყებლებთან და ერთობლივად აწარმოონ კულტურული მრავალფეროვნების თემატიკასთან დაკავშირებული სატელევიზიო სიუჟეტები.